ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის და ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა მამაცაშვილმა დაათვალიერეს. ქვემო ქვალონში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება. ძველი სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 95 ათას ლარს შეადგენს. პროექტის შესაბამისად მოეწყობა მოსწავლეთა და პედაგოგთა ოთახები, ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი, ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული ზოლი.
სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში, სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მას შპს „ნიუ პოვერ“-ი ახორცილელებს, პროექტი გარდამავალია, პირველი ეტაპზე 263157 ლარი გაიხარჯება ხოლო მეორე ეტაპი 2021 წელს განხორციელდება და ინფრასტრუქუტურულ პროექტზე 301843 ლარი გაიხარჯება. გზის მშენებლობაზე 10 ადამიანია დასაქმებული.