ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჩხონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად 2.2 - კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი, ამოიწმინდება სანიაღვრე არხები და მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები.
გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი სახელშეკრულებოღირებულება 1 589 526 ლარია.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანაფინანსებით ხორციელდება.