26 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოქხვამეკარში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, რომლის ფარგლებშიც დაიგო ბეტონის საფარი, აღნიშნული სამუშაოები კვირის ბოლოს დასრულდება.
პროექტის ღირებულება შეადგენს 1521666 ლარს, სამუშაოებს ახორციელებს შპს „ლევიანი“.