ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სრულად რეაბილიტირებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაიამ და მერმა დავით ბუკიამ დაათვალიერეს.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად მოეწყო თანამედროვე საკლასო სივრცეები, განახლდა საპირფარეშოები, მოეწყო სპორტული მოედნები და კეთილმოეწყო სკოლის ეზოს ტერიტორია. დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემები.
განახლებული სკოლა 435 მოსწავლეზეა გათვლილი.
საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა დაასრულა.