4 თებერვალს, ქ. თბილისში სპორტ-კომპლექს „დკდ“-ში გაიმართა ახალგაზრდა მოკრივეთა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ორთაბრძოლები.
ფინალში ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სასპორტო სკოლის ორმა მოკრივემ წარმატებით იასპარეზა, 64 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა ნიკა ჯაკონია, ხოლო ვერცხლის მედალი 60 კგ წონით კატეგორიაში ბაკურ ჩიქოვანმა მოიპოვა (მწვრთნელები: ედიკა თოდუა და თემურ აბულაძე).
ფინალურ ორთაბრძოლებს საქართველოს პარლამენტის წევრი ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია დაესწრო და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ჩვენს მოკრივეებს გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ.