16 ნოემბერს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, მსოფლიო ჩემპიონის, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის, ნუგზარ წურწუმიას საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებთან, გულშემატკივრებთან და მეგობრებთან ერთად ესწრებოდნენ. სტუმრებმა მიულოცეს ხობელ ფალავანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და მომავალი წარმატებები უსურვეს მას.