თბილისში გამართულ საქართველოს მკლავჭიდის ჩემპიონატზე ხობელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
ოქროს მედლის მფლობელები საბა დანელია, საბა ლატარია, ანდრი ბუკია და გოჩა სიჭინავა გახდნენ, ვერცხლის მედალი ნიკა ხომერიკმა, გიგა კოდუამ და დათუნა ჯიშკარიანმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები გიგა დანელია და დიტო ბუკია გახდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობელ მკლავჭიდელებს, მწვრთნელს და მათ გულშემატკივრებს ამ დიდ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს მათ.