21 ოქტომბერს ქ. თბილისში გაიმართა მსოფლიო თასის ტურნირი შოტოკან კარატე-დოში. ტურნირის მონაწილე 30 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენს შორის 61 წონით კატეგორიაში ხობელი გოგა კორტავაც მონაწილეობდა, რომელიც მსოფლიო თასის მფლობელი გახდა (მწვრთნელ-მასწავლებელი ბაჩუკი სულამანიძე). გამარჯვებული თასით, მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს გ. კორტავას გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მას.