ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში გამართულ მსოფლიოს 38-ე ჩემპიონატზე მკლავჭიდში, 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში (მარცხენა მკლავი) წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მოსწავლემ გიგა კოდუამ და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (მწვრთნელი კობა თუთბერიძე).