20-22 მარტს, თერჯოლის სპორტის სასახლეში ჩატარდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონისა და ევროპის პრიზიორის მირიან გიორგაძის სახელობის მეექვსე რესპუბლიკური ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების 18 გუნდი 220 მონაწილით, მათ შორის მონაწილეობდა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის 16 მოსწავლე. შეჯიბრი წარმატებული აღმოჩნდა 5 მოჭიდავისთვის. პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ 58 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ყორშია, 63 კგ წონით კატეგორიაში შოთა იოსავა და 29 კგ წონით კატეგორიაში დათო გვასალია, მეორე ადგილზე გავიდნენ 63 კგ წონით კატეგორიაში თემურ გოგოხია და 35 კგ წონით კატეგორიაში გოგა გაბისონია, 23 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილს დასჯერდა ალექსანდრე შონია, რომელმაც პირველად მიიღო მონაწილეობა ასეთ მასშტაბურ შეჯიბრში, (მწვრთნელ-მასწავლებლები მამუკა ყორშია, ბაკური ბუკია, სურაჯი გვასალია). გამარჯვებულები დიპლომებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს მოჭიდავეებს მორიგ წარმატებას.