ბათუმში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონის დავით ბედინაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის. სადაც მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთს გუნდებმა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბ/რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდმა, ხობელბმა მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს: II ადგილის მფლობელები გახდნენ 46 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ნაკაშია და 63 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ყორშია, ხოლო 54 კგ წონით კატეგორიაში III ადგილზე გავიდა გოგა პერტახია. მწვრთნელ-მასწავლებლები: ალმასხან ხუნჯუა, ბაკურ ბუკია, მამუკა ყორშია.