მიმდინარე წლის 29-30 იანვარს ირანში ქალაქ მაშჰედში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში ,,იადეგარ იმამის თასზე'' ჭაბუკთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო 14 ქვეყნის 200-მდე მოჭიდავემ. მათ შორის მიწვეული იყო ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მოჭიდავე, საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა ყორშია. ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს ნაკრები გუნდისთვის, ჩვენმა მოჭიდავეებმა პირად გუნდურ შეჯიბრში II ადგილი დაიკავეს, პირველი ადგილის მფლობელი გახდა ირანის გუნდი, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა სომხეთის ნაკრები. ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვეს.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობელ მოჭიდავეებს მორიგ წარმატებას.