ბარსელონაში KUNLUN FIGHT - ის ეგიდით ჩატარებულ კინგ-ბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში - „კიშენკოს თასი", საქართველოდან მონაწილეობა მიიღო ორმა სპორტსმენმა, მათ შორის ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის კრივის ჯგუფისა და ზუგდიდის კინგ-ბოქსინგის სკოლის მოსწავლემ ნიკა ჯაკონიამ (60 კგ. წონითი კატეგორია). საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ხობელმა სპორტსმენმა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.