ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის მკლავჭიდელებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი კობა თუთბერიძე). საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა გიგა კოდუამ (II ადგილი) და დათუნა ჟიშკარიანმა (III ადგილი) ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობელ მკლავჭიდელებს ამ დიდ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს მათ.