მძლეოსნობის ფედერაციის ორგანიზებით 8-9 თებერვალს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს 2014 წლის ზამთრის ღია ეროვნული ჩემპიონატი მძლეოსნობაში. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა (მწვრთნელ-მასწავლებელი ინდირა გრიგოლიანცი).
800 მეტრ გარბენში ასაკობრივ ჯგუფში I ადგილი მოიპოვა ჯიმშერ ბუკიამ (შედეგი 2.03 წთ);
ასევე 200 მეტრ გარბენში ასაკობრივ ჯგუფში, I ადგილის მფლობელი გახდა გრიგოლ ახალაია (შედეგი 24 წმ);
ამანათრბენში 4X200 მ გარბენში II ადგილი გაინაწილეს ჯიმშერ ბუკიამ და გრიგოლ ახალაიამ.
წარმატებით იასპარეზეს აგრეთვე ბირთვის კვრაში გიორგი კორტავამ და 200 მეტრ გარბენში მეგი ლატარიამ.
ჩემპიონატზე ხობელ მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა 76 ქულით მეორე ჯგუფის გუნდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
ორგანიზატორებმა გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და თასით დააჯილდოვეს.