7-9 ივლისს, ქალაქ ბათუმში გაიმართა აჭარის თასის გათამაშება მკლავჭიდში, რომელშიც საქართველოს, თურქეთის და რუსეთის სახელით მოასპარეზე 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირში წარმატებით იასპარეზეს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სასპორტო სკოლის მკლავჭიდელებმა (მწვრთნელი კობა თუთბერიძე). I ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (65 კგ. წინითი კატეგორია, მარჯვენა მკლავი); I ადგილი - გიგა კოდუა (65 კგ. წინითი კატეგორია, მარცხენა მკლავი); II ადგილი - ანრი ბუკია (55 კგ. წინითი კატეგორია, მარცხენა და მარჯვენა მკლავი); III ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (65 კგ. წინითი კატეგორია, მარცხენა მკლავი); ტურნირის გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.