ბულგარეთის ქ. სამოკოვოში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა. ქართველმა ნორჩმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალი და მესამე ადგილის მფლობელი გახდა ხობელი ნუგზარ წურწუმია (42 კგ წონითი კატეგორია).
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ჭაბუკ მოჭიდავეს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალ ასპარეზობებზე.