1 სექტემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი პირველი ლიგის გუნდებს შორის, ხობის „კოლხეთმა“ ბორჯომის „ბორჯომს“ უმასპინძლა. მატჩი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ბორჯომის „ბორჯომმა“ მოიპოვა.