29 ნოემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მორიგი ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და წალენჯიხის „სქური“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ხობელი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ხობელთა რიგებიდან გოლი ირაკლი ქობალია და ოთარ ფიფიამ გაიტანეს.