ქალაქ ხობში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში სასწავლო პროცესი განახლდა. ცენტრის მომსახურებით 6-18 წლამდე ასაკის 20 ბენეფიციარი სარგებლობს.
დღის ცენტრს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გივი ლატარია და საკრებულოს წევრი მზია ლემონჯარია ეწვივნენ, არსებულ გარემოს გაეცნენ და ცენტრის თანამშრომლებს მხარდაჭერა აღუთქვეს.
დღის ცენტრის საქმიანობა ბენეფიციართათვის ლოგოპედის, სპეციალური მასწავლებლის, ინდივიდუალური ასისტენტის, ხელოვნების და მუსიკის პედაგოგთა მომსახურებას, კვებას და ტრანსპორტირებას მოიცავს.
ბავშვებთან სპეციალისტები არაფორმალური განათლების, თერაპიული აქტივობებისა და სოციალური უნარების განვითარების მიმართულებით იმუშავებენ.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტს „განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური“ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ახორციელებს.