ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში, 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა. მეუფის თაოსნობით ფოთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან ჩამოაბრანეს სიწმინდეები, მორწმუნეებს მიეცათ საშუალება მიახლებოდნენ წმინდანების წმინდა ნაწილებს, თაყვანი ეცათ და მადლი და წყალობა ეთხოვათ. წირვას მრევლთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბუკია.