ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი არქეოლოგიური კვლევების მიზნით გათხრებს აწარმოებს. გათხრებში მონაწილეობს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საქმეში-გოგიტა ჩიტაია. ტაძრის მთელ ტერიტორიაზე წლებია მიმდინარეობს კვლევა, რის შედეგად აღმოჩენილია ძველი კედლის ნარჩენები. სავარაუდოდ ძიების შედეგები მონასტრის ისტორიას კიდევ უფრო დააძველებს და იმ ვარაუდს გაამართლებს, რომ ეს ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული.