6 სექტემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მეორე ტურის საშინაო მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და წყალტუბოს „სამგურალი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გოლი სტუმართა კარში გიორგი ჭედიამ გაიტანა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობის “კოლხეთს“ და მის გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და მორიგ წარმატებებს უსურვებს მათ.