5 ივლისს, კულტურის სახლის დიდ დარბაზში, საანგარიშო კონცერტი გაიმართა. დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის’’ შემოქმედებითი ჯგუფები, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ,,ხალხურ საკრავთა“ ჯგუფის მოსწავლეები საკონცერტო ნომრებით წარსდგნენ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.