ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და პატივს მიაგებს დაღუპულებს.