24 ოქტომბერს აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ პარკში, გაიმართა სახალხო ზეიმი ,,აბაშობა“, რომელიც გაიხსნა სადღესასწაულო კონცერტით.
აბაშელები სტუმრებს მასპინძლობდნენ პარკში მოწყობილი შემოდგომის კუთხეებით ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, ეროვნული კერძებით, ფოლკლორული ჯგუფებით, თემატური გამოფენებით და სხვ.
სახალხო დღესასწაულზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის წარმომადგენლები, აბაშის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მოწვეულთა შორის იყვნენ ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს წევრი ლაშა გვასალია.