27 ნოემბერს, გურიფულმა მარულაში ხობის მუნიციპალიტეტის პირველობას უმასპინძლა. ღონისძიება, რომელიც მარულას ტრადიციის აღდგენას და პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.
პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ცხენოსნებს თასები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
I ადგილი - გიორგი ბოკუჩავა (ქვემო ქვალონი)
II ადგილი - თემურ უსანატოვი (ქ. ხობი)
III ადგილი - გიორგი დანელია (გურიფული)
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.