30 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა ,,ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის #29 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ მ. ქარდავამ წარმოადგინა.
ხოლო მეორე საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, წარმოდგენილმა პროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა საბოლოოდ 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ერთხმად იქნა მიღებული.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს მიეცა თანხმობა ფოთისა და ხობის ეპარქიისთვის ეკლესიის მშენებლობისთვის ახალი ხიბულისა და ქარიატის თემებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადაცემის თაობაზე.
ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ მ. ქარდავამ და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გ. ქაჯაიამ საკრებულოს წევრებს მიულოცეს დამდეგი ახალი წელი და მომავალი წლის საქმიანობაში წარმატებები უსურვეს კოლეგებს.
2013 წლის ბოლო საკრებულოს სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.