ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პოლონური ორგანიზაცია სოლიდარობის ფონდის PL საქართველოს „მონაწილეობის აკადემიის”
სამენტორო ჯგუფის წევრებმა გვანცა კიკალეიშვილმა, ნინო ბატიაშვილმა და ირაკლი მერკვილაძემ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრა გამართეს.