2014 წლის 28 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა უძღვებოდა. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ სხდომაზე პირველ საკითხად ცნობად იქნა მიღებული განკარგულების პროექტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ რეგისტრაციის თაობაზე. სხდომაზე შემდეგ საკითხად განხილულ იქნა გამგებლის მიერ წარმოდგენილი საკითხები, კერძოდ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მოზადებული გამგეობის დებულება, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებები, გამგეობის საშტატო ნუსხა და სხვა სამართლებრივი აქტები, რომლების აუცილებელია გამგებლისა და გამგეობის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილების განსახორციელებლად.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამავე სხდომაზე გამგებელს თანხმობა მისცა ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
სხდომაზე ასევე ცვლილებები იქნა შეტანილი საკრებულოს რეგლამენტში და აპარატის საშტატო ნუსხაში.
ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოაცხადა.