6 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს კომისიისა და ფრაქციების თავმჯდომარეები ხობელ სპორტსმენებს და მწვრთნელ-მასწავლებლებს შეხვდნენ. ბიჭებმა საკმაოდ წარმატებით იასპარეზეს ახალგაზრდა მოკრივეთა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ორთაბრძოლებში, ნიკა ჯაკონიამ 64 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მფლობელი გახდა, ხოლო 60 კგ წონით კატეგორიაში ბაკურ ჩიქოვანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ ნორჩ სპორტსმენებს მიულოცა მიღწეული გამარჯვება და შემდგომი წარმატებებები უსურვეს მათ.