ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი 2026 წლის ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის წინასწარ განხილვას იწყებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, საკრებულოს კომისიებთან და ფრაქციებთან ერთად.
წარმოდგენილი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, თანდართულ განმარტებით ბარათთან ერთად გამოსაქვეყნებლად და მუნიციპალიტეტის საზოგადოებისთვის წინასწარ გასაცნობად გადაეცა გაზეთ „ხობის მოამბეს“ და ასევე განთავსდა საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხილეთ „ბიუჯეტის პროექტის“ განყოფილება). საკრებულოს ვებგვერდზე
www.khobi-sakrebulo.ge ასევე პერიოდულად გამოქვეყნდება ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული მასალები (საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და საზოგადოებიდან შემოსული წინადადებები).
საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვა 21 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის საზოგადოებას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში, რომელიც გაიმართება 2025 წლის 21 ნოემბერს 12:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული წინადადებები და შენიშვნები გათვალისწინებული იქნება საკრებულოს მიერ ბიუჯეტის განხილვისას.
წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები დაინტერესებულ პირებს 2025 წლის 21 ნოემბრამდე შეუძლიათ წერილობით წარმოადგინონ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (მისამართი: ქ. ხობი. ცოტნე დადიანის ქ. N189. ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართული. ოთახი N214). ასევე, ელექტრონული ფოსტით: khobi.mun@gmail.com; sakrebulo@khobi.gov.ge.