ნის კეთილმოწყობის საქირიოში-საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის, ნოჩხონში - სანიაღვრე არხის ამოწმენდის, ოხვამეკარში - გზის მოხრეშვის, ხეთაში-გზაზე ბეტონის საფარის დაგების, წინაგოლაში - გარე განათების მოწყობის შესახებ საპროექტო წინადადებებს დაუჭირა მხარი. დასახლების საერთო კრებებს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი
გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სარწყავი სისტემები; სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ. ); სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები და გზისპირა მოსაცდელები; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; მინი-ჰესების მოწყობა და რეაბილიტაცია. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N2752 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო. მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებების გამართვა დღეს დაიწყო და 20 თებერვლამდე ყველა დასახლებაში ჩატარდება.