სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება გრძელდება.
ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპზე, დასავლეთ საქართველოს სასწრაფო დახმარების ცენტრებს 38 ახალი, სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილი გადაეცა.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 30 მაღალი გამავლობის “volkswagen”-ის მარკის ავტომობილი, ბარის ტიპის რეგიონებში კი საშუალო გამავლობის “Ford”-ის მარკის 8 ავტომობილი განაწილდა. განაწილების ამ ეტაპზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მაღალი გამავლობის 6 და საშუალო გამავლობის 5 ავტომობილი გადაეცა. მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტს 1 “volkswagen”-ის მარკის ავტომობილი გადაეცა, ხოლო წლის ბოლომდე დაგეგმილია მეორე ავტომანქანის გადაცემა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ოქტომბერს დაიწყო და 2014 წლის ბოლომდე დასრულდება. ცენტრის ავტოპარკი წლის ბოლომდე ”Ford”-ის საშუალო გამავლობის 80 და „Volkswagen”-ის მარკის მაღალი გამავლობის 100 ავტომობილით განახლდება.