„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება.
12 თებერვალს, მოსახლეობის უმრავლესობამ ნოჯიხევში - ამბულატორიის კეთილმოწყობა და მილხიდის რეაბილიტაციის, ხოლო ბიაში საბავშო ბაგა-ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის მოხრეშვის შესახებ საპროექტო წინადადებებს დაუჭირა მხარი.
დასახლების საერთო კრებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია უძღვებოდნენ.
პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლის და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და ა.შ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაორმაგდა და ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 784 ათასი ლარი გამოიყო.