ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღის მთავარ სპეციალისტს ნარგიზა ტუღუშს და მთელს კოლექტივს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა ელისო კვიკვინიამ ბაღის დაარსებიდან 40 წლის იუბილე მიულოცეს, ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს მათ.