5 ოქტომბერს ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი საზეიმოდ გაიხსნა. ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს მაღალსტანდარტულ დონეზე გარემონტებული შენობა და მოწყობილი ოთახები დახვდათ, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. საბავშვო ბაღი გათვლილია 200 აღსაზრდელზე. ამ ეტაპზე აღსაზრდელთა რაოდენობა შეადგენს 163-ს, სულ გახსნილია 6 ჯგუფი.
საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.