ქალაქ ხობის N1 და N2 საბავშვო ბაღებში შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა. დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე სიმღერებით, ლექსებითა და ცეკვებით აღსაზრდელები და პედაგოგები წარსდგნენ.
სადღესასწაულო კონცერტებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ აღსაზრდელებს ადგილობრივი ბიუჯეტით შეძენილი საახალწლო ნობათი დაურიგდათ.