1 ოქტომბერს, ხობის „კოლხეთის“ სათადარიგო მოედანზე გაიმართა დასავლეთ საქართველოს რაგბის ფესტივალი, რომელშიც 2004-2005 წლებში დაბადებული ნორჩი მორაგბეებით დაკომპლექტებული 12 გუნდი მონაწილეობდა. ფესტივალი, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტი მეხუთედ მასპინძლობს, მიზნად ისახავს რაგბის პოპულარიზაციას, თამაშის წესების სწავლებას და ტექნიკურ-ტაქტიკური ელემენტების დახვეწას. ფესტივალზე გამარჯვებული გუნდი არ ვლინდება. სპორტული ფესტივალი განხორციელდა საქართველოს რაგბის კავშირის და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ორგანიზებით.