30 სექტემბერს ხობის „კოლხეთის“ მოედანზე გაიმართა დასავლეთ საქართველოს რაგბის ფესტივალი, რომელშიც 2005-2006 წლებში დაბადებული ნორჩი მორაგბეებით დაკომპლექტებული 24 გუნდი მონაწილეობდა. ფესტივალი, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტი მეხუთედ მასპინძლობს, მიზნად ისახავს რაგბის პოპულარიზაციას, თამაშის წესების სწავლებას და ტექნიკურ-ტაქტიკური ელემენტების დახვეწას. ფესტივალზე გამარჯვებული გუნდი არ ვლინდება. სპორტული ფესტივალი განხორციელდა საქართველოს რაგბის ფედერაციის დასავლეთ საქართველოს კავშირის ორგანიზებით.