16 აპრილს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მე-6 და მე-7 კლასელ მოსწავლეთა გუნდები.
თამაში საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. „ეტალონი“ -ს გამარჯვებული ახალი ხიბულის N2 საჯარო კოლის მოსწავლეთა გუნდი გახდა, მეორე ადგილი შუა ხორგის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ზემო ქვალონის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი გავიდა.
ინტელექტუალურ კონკურსს,გულშემატკივრებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება შპს „ეტალონი-მედიას“, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით გაიმართა.