21 დეკემბერს ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში „World Vision საქართველო ევროკომისიის“ მხარდაჭერითა და ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ჯგუფების ინიციატივით პროექტის ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის“ ფარგლებში, ეკო-ვიქტორინა ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ცნობიერების დონის ამაღლება და წინა საახალწლოდ ნაძვისხეების მოჭრის წინაააღმდეგ კამპანიაში ჩართვა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა პროექტის პარტნიორი საჯარო სკოლები ხობისა და ზუგდიდის მუნციპალიტეტებიდან. თითოეული სკოლის გუნდი 5 წევრისგან შედგებოდა, რომელიც დაკომპლექტებული იყო VIII-XII კლასის თითო მოსწავლით. პროექტში, რომლის მიზანი ადგილობრივი თემის განვითარების ხელშეწყობაა სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაციის გზით, ჩართულია 13 მუნიციპალიტეტის 60 სოფელი. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.