საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ, საქართველოს პარლამენტის წევრთან დაჩი ბერაიასთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ვიბლიანთან, ხობისმუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძესთან და მერთან დავით ბუკიასთან ერთად ხობში ახალი საფეხბურთო ცენტრი გახსნეს.
პროექტის ფარგლებში დაიგო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ელექტრო ტაბლო და განათების სისტემა, აშენდა ტრიბუნები, ფეხბურთელთა გასახდელი და ადმინისტრაციული შენობა, მოწესრიგდა შიდა ტერიტორია.
ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა საქართველოს ინფრასტუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების ფონდის, ადგილობრივი ბიუჯეტის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა. აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულიად უფასოდ შეძლებენ.