ხობის ცენტრალურ პარკში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ანსამბლ „შვიდკაცას“ კონცერტი გაიმართა. მომღერლები მსმენელის წინაშე ძველი და ახალი სიმღერებით წარსდგნენ.
საღამო ელექტრონული მუსიკით გაგრძელდა.
კონცერტი ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებითა და ორგანიზებით ჩატარდა.