ხობის კულტურის სახლის ფოიეში სისხლის უანგარო დონორთა აქცია - „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ მიმდინარეობს. აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ მიიღო მონაწილეობა. აქცია ხობის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ ს ორგანიზებით ხორციელდება.
„სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ დონორული სისხლისგან დამზადებული სისხლის კომპონენტებით ამარაგებს, როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს.
აქცია 17:00 საათამდე გაგრძელდება.