ხობში ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი „დობადონა“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა, მერიის შრომის,საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი შოლინა კანკია, მერიისკულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
ცენტრის მიზანია სხვადასხვა ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირებისთვის სერვისების მიწოდება, ზრუნვა საზოგადოებაში მათი სრულყოფილი ინტეგრაციისთვის და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
ორგანიზაციის საქმიანობის სფერო მოიცავს:
ქცევის თერაპიას,
აკადემიური უნარების თერაპიას,
მეტყველების თერაპიას,
ოკუპაციურ თერაპიას,
ჯგუფურ თერაპიას და არაფორმალურ განათლებას.
დობადონას მისამართია: ქალაქი ხობი, ც. დადიანის N 210.