ხობში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.
ცენტრალურ პარკში მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა, ხოლო, ბავშვებისმხიარულ განწყობაზე ზღაპრების კოსტიუმირებული გმირები ზრუნავდნენ.
ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტები გაიმართა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.