სამეგრელო ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით 16 აპრილს ქ. ხობში ჭადრაკში სამეგრელოს რეგიონის აბსოლუტური ჩემპიონატი საზეიმოდ დასრულდა. შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას ღებულობდა 6 მუნიციპალიტეტის 50 მოჭადრაკე. საპრისო ადგილების მფლობელები გახდნენ: 8 წლმდე მოჭადრაკეთა შორის- თეიმურაზ კვიკვინია(ხობი). 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის- გიორგი ნაყოფია(ზუგდიდი). 12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის -მაია ბეჭვაია(ზუგდიდი). ქალთა შორის საუკეთესო იყო მადონა ბოკუჩავა(ზუგდიდი). ხოლო ტურნირის ჩემპიონი გახდა ნიკა ღვამბერია(ფოთი). შეჯიბრში შპს „არაი ბეტონმა“ დააწესა ორი პრიზი საუკეთესო მწვრთნელისთვის, რომელიც საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების ორდენის კავალერს, ფიდეს არბიტრს - ირაკლი გეთიას გადაეცა, ხოლო საუკეთესო ხობელი მოჭადრაკის პრიზი ლუკა შამუგიას ერგო. გამარჯვებულები საჩუქრებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილეებმა: დათო სარსანიამ და ხვიჩა ჟიშკარიანმა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა ქაჯაიამ, შპს „არაი ბეტონის“ წარმომადგენელმა თ.ნადარაიამ, სამეგრელო ზემო სვანეთის ჭადრაკისა და შაშის ფედერაციის პრეზიდენტმა გ. სალიამ და ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, საერთაშორისო არბიტრმა დ. კოდუამ. ფედერაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და საჩუქრები გადასცეს.
საპრიზო ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატების საგზურები მოიპოვეს.