ხობის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ქარხანა გაიხსნა, დაფნის გადამამუშავებელი საწარმო შპს „მარსმა“ ააშენა. ქარხანის გახსნას დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია ბიზნესმენ თამაზ ბასილაიასთან ერთად ესწრებოდნენ.
ახალგახსნილ საწარმოში ამ ეტაპზე 15 ადამიანია დასაქმებული, ხოლო საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ მასში 100 ადამიანამდე დასაქმდება. პროექტში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 2 მილიონი ლარი შეადგინა.
ქარხანა თანამედროვე მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი ხოლო აქ დამზადებული პროდუქციის ექსპორტი აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იგეგმება.