ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, "ევროპის დღეების" ფარგლებში, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა ანა ცანავამ, კულტურის სახლის მცირე დარბაზში მოეწყო ევროპის კუთხე. გაიმართა სპორტული აქტივობები ნარდში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში. ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.